10:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 10:52:24, 1411 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ პროექტს - „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, 1 ნოემბრიდან  იწყება რეგისტრაცია პროექტზე „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად".

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 გუნდი, რომლებიც  ფაბლაბში შექმნიან მრავალფეროვან პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქტის შექმნისთვის, გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

პროექტის ფარგლებში  მონაწილე გუნდები გაივლიან   აქტიურ  მენტორშიპსა და ტრენინგებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით და განავითარონ სტარტაპი.

პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო  მეტი სტარტაპი და  ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ  ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას  და ტექნოლოგიების განვითარებას.

ფაბლაბი არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია,უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება. ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი კომპიუტერით, პროგრამირებადი, თანამედროვე დანადგარული ციკლით, რომელიც ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადონ ტექნიკურად გამართული,  ხარისხიანი პროტოტიპები, რომლითაც მოიპოვებენ დამატებით დაფინანსებას  და განახორციელებენ მასობრივ წარმოებას.

რეგისტრაციის ვადებია: 1.11.2016 – 15.11.2016

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics