|
2016-10-31 18:58:24, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: 115 მანდატი ნიშნავს, რომ „ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის
"ქართულ ოცნებას" ექნება 115 მანდატი, რაც ნიშნავს, იმას, რომ ისინი გააკეთებენ და გაიტანენ ყველაფერს რასაც საჭიროდ ჩათვლიან, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. ანი მიროტაძეს თქმით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობა სამრთხის შემცველია. "საკონსტიტუციო უმრავლესობა გულისხმობს ამ შემთხვევაში 115 მანდატს. ეს რა თქმა უნდა საფრთხის შემცველი არის ზოგადად პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ 119 მანდატის მქონე "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ძალიან ბევრი დაუშავა და 2008-2012 წლის პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა, დაწყებული აგვისტოს ომით, საკონსტიტუციო ცვლილებებით და დასრულებული ციხეების ამბებით, დაშინებებით და ა.შ.", - განაცხადა მიროტაძემ. მისივე ვარაუდით, ერთი პოლიტიკური ძალა გონივრულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. "მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორი გონიერიც არ უნდა იყოს ის, იმდენად გონივრულად იმოქმედოს და მისი გადაწყვეტილებები სწორი იყოს, რომ აბსოლუტურად ასახოს გამოწვევები. ასევე ამ ხელისუფლებამ იმ ცდუნებას უნდა გაუძლოს, რომელიც ძალაუფლების ფლობის შემთხვევაში ემართება ხოლმე ხელისუფლებებს და პოლიტიკურ ძალებს", - აღნიშნა მიროტაძემ. როგორც მიროტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის წარმატებაზე აისახება. "მე ვისურვებდი, რომ მათ გაეძლოთ ამ ცდუნებისთვის, იმიტომ, რომ ის ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემი ქვეყნის წარმატება/წარუმატებლობაზე. მე ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ფიქრობს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ერთი კონკრეტული ძალის ხელში არის საფრთხის შემცველი", - განაცხადა ანი მიროტაძემ. "ეროვნული ფორუმის" წევრმა აღნიშნა, რომ მეორე ტური იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც პირველი ტური.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)