07:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 14:27:21, 710 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანს

„საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები გვენდნენ, იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადავჭრათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

"ჩვენი ის პროგრამული დანაპირები რაც განვაცხადეთ უნდა შევასრულოთ და ქვეყნის სწრაფი განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა ვუზრუნველყოთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში მისთვის სასიკეთო რეფორმები ხორციელდება. ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ამ რეფორმებს. იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რაც ითქვა უკვე, აუცილებლად შეიქმნება კომისია, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობით იმუშავებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ერთი პარტიის მიერ შეცვლილი კონსტიტუცია, არ იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ ეს იქნება ჩვენი საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონს გააუმჯობესებს და იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციაში. რთული იყო პარლამენტში ხმების 3/4-ის მოპოვება, მაგრამ ეს ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგია. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics