|
2016-10-31 13:27:39, 1599 ნახვა
ეკონომიკა
„ყატარის ავიახაზები" თბილისსა და დოჰას შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს
ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები" ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს, ნაცვლად 7 სიხშირისა, კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. “აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის - ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები" ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)