2016-10-31 10:32:00, 705 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, ხაშურში „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 50 ოლქის მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანი დაითვალა და წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
წინასწარი შედეგების თანახმად, ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.
კერძოდ, სიმონ ნოზაძემ ხმების 61,55 % მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა 38.45% მიიღო.
წინასწარი შედეგები მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გააცნო. მისი შეფასებით, ცალკეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან