|
2016-10-30 17:26:39, 496 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო საარჩვენო კომისიებში სულ 47 საჩივარია შესული
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას აქტივობასთან ერთად საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საერთო ჯამში საოლქო საარჩვენო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა. მათი ძირითადი ნაწილი მცირე პროცედურულ ხარვეზებს ეხება. შეგახსენებთ, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 25.3 % შეადგინა (626 954 ამომრჩეველი). მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა №47-ე მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამომრჩეველთა აქტივობამ 43 % შეადგინა. ასევე, 50 მაჟორიტარულ ოლქს მაღალი აქტივობით გამოირჩევა №50-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორია - 38.7% და №51-ე მაჟორიტარული ოლქის ბაღდადი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორია - 36.3%. მოცემული დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებელი დაფიქსირდა №41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 14%, ასევე №9-ე მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 16.8%. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)