|
2016-10-30 09:39:01, 697 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ეროვნული დღესასწაული მიულოცა მეზობელ ხალხს და მათ მშვიდობა და წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და გენერალური კონსულის რანგში მსგავს ღონისძიებებს თავად მასპინძლობდა. "მინდა მივულოცო თურქეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვანი დღესასწაული - რესპუბლიკის დღე. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს პირველ რიგში მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ! თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება დღეს ამ ტრიბუნიდან მივულოცო ჩვენ თურქ მეგობრებს ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაული. მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება -როდესაც თურქეთში ვიყავი გენერალური კონსული და შემდეგ ელჩი, არაერთხელ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი მასპინძელი სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე. ხოლო ახლა, საშუალება მაქვს პირველად, მთავრობის თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლო და მივულოცო ჩემ თურქ მეგობრებს რესპუბლიკის დღე!" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ. თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს და დამსწრე საზოგადოებას. იასინ თემიზქანმა თურქეთ-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებსა და რეგიონულ ჭრილში აჭარასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოსა და თურქეთს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. თანამშრომლობის სფეროები მრავალმხრივია, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თუ კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები. ჩვენი რეგიონისათვის განსაკუთრებით აღსანიშნავია ინვესტიციები და ტურიზმის მიმართულება: ტურისტთა რაოდენობით უცხოეთის ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს სწორედ თურქეთი იკავებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)