2016-10-29 18:48:59, 742 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 30 ოქტომბრის დილის 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 08:30 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ; 21:00 სთ;
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში განრიგი შეიძლება შეიცვალოს.
დილის 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან