17:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:47:59, 3901 ნახვა

კულტურა
"თიბისი გალერეა“ მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

"თიბისი გალერეა" დღეს, 19:00 საათზე, მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას - „უცნობი მერაბ აბრამიშვილი“ უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ადრეული ნამუშევრები: ორი გრაფიკული სერია  „ ამირანის ეპოსი“, და  „ალავერდობა“;  პორტრეტები,  კომპოზიციები და ადრეული ფერწერული ტილოები. 

 ნამუშევრები "თიბისი გალერეამ" მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციიდან შეარჩია. გამოფენის ორგანიზატორთა სურვილი იყო, საზოგადოება ახალგაზრდა მხატვრის ძიების ადრეულ პერიოდს გაცნობოდა - ექსპოზიცია იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებითი გზა.   

ცნობისთის, 16 მარტს მერაბ აბრამიშვილს 58 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია "თიბისი გალერეამ" მის იუბილეს მიუძღვნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics