01:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 15:56:01, 699 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს საკვანძო და ფასეული პარტნიორია

საქართველო ნატო-ს საკვანძო და ფასეული პარტნიორია, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ყოფნის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმის დეტალებს თებერვალში გაასაჯაროვებს.

„გუშინ განვიხილეთ და მივიღეთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება. დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. ნატო-საქართველო აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ეწვია, ერთი წლის წინ ახალი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით, წელს დიდი სწავლება ჩავატარეთ. ამიტომ, საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვაძლიერებთ პარტნიორობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები არის დასტური, იმისა რომ საქართველო დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics