|
2016-10-27 00:30:35, 1299 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე“. „დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკები, რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში“ - წერია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - სლოვაკეთს უგზავნის. წერილში ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასევე, ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე. მათივე განმარტებით, მთავარ პრინციპს წარმოდგენს ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და მისგან სარგებელი, და სწორედ ასეთია - საქართველო. „ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა ასეთია“, - აცხადებს მომხსენებელი მარია გაბრიელი თავის მიმართვაში, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის შემდგომი გადავადება აღარ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის და აღმოსავლეთ პარტიორობის კონტექსტში ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ მიღწევას წარმოადგენს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)