23:38 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 14:29:25, 1034 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კოპაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ახალციხეში ზარზმელის, მებაღიშვილისა და რაბათის ამომრჩეველს შეხვდა.

გიორგი კოპაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ზედგინიძე და ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე.

შეხვედრაზე ყურადღება მე-2 ტურში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატი ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში, აჭარელ ახალგაზრდებს შეხვდა.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიარო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა! ჩვენ ყველამ ერთად 30 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ საბოლოო გამარჯვება“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics