22:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 14:30:31, 702 ნახვა

პოლიტიკა
ბობოხიძე: სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა მოულოდნელი არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა პარტიაში მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ პარტია დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ერთიან მთლიან ფრონტს შეინარჩუნებს.

“ეს არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა. იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ერთიან მთლიან ფრონტს დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაშინაც, როდესაც მიშა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. პარტიაში განსხვავებული აზრი არ იდევნებოდა, თუმცა ეს არ იყო ღია და საჯარო. დღეს უფრო ღია გახდა შიდაპარტიული დისკუსიები. მივესალმები, რომ მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics