22:02 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 10:56:07, 662 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ხურვალეთის, ნადარბაზევის, შავშვებისა და წითელუბნის მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა.

 „ 2012 წლიდან ჩვენმა ხელისუფლებამ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი და რეფორმა განახორციელა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. დღეს ადამიანები აღარ იდევნებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრის გამო, ბიზნესი გათავისუფლთა სახელმწიფო წნეხისგან, ათასობით უდანაშაულო ადამიანი აღარ იხდის სასჯელს და აღარც აქვთ განცდა იმისა , რომ ხვალ მათ კიდევ ერთხელ უკანონოდ დააპატიმრებენ, სწორედ ესაა დემოკრატია , რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ახალი ცხოვრების შენებისა“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სოფლის მეურნეობის განვითარება. „ადგილობრივი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი პროგრამები , როგორებიცაა “ დანერგე მომავალი’’ და“ აწარმოე საქართველოში“. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში , გორის რაიონში უკვე არაერთი სასოფლო -სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განაშენიანება მოხდა. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბული გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული აგრო პროგრამები“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics