2016-10-22 20:20:15, 812 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდსა და მარნეულში გამართული განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა
მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა. საქართველოს მასშტაბით 4 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი ზუგდიდსა და მარნეულში. არსებული ინფორმაციით, ყველა უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურა.
განმეორებით კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე.
ცნობისთვის, ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევიდა თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან