15:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 14:20:06, 648 ნახვა

პოლიტიკა
კაციტაძე: „მემარჯვენეეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ქართული დემოკრატიის გადამრჩენი, მითუმეტეს მრავალპარტიული დემოკრატიის გადამრჩენი, თუნდაც იმის გამო, რაც მან 2008 წელს გააკეთა და თავად აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

კაციტაძის თქმით, სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის ძალიან რთული მოცემულობაა, როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას და პიროვნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. თუმცა, ის არ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა.

„ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად გააზრებულად აირჩია თვითგარყვნის პოლიტიკა სრული ძალაუფლების ხელში აღებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერც და არც შევუშლით ხელს ამ გზაზე და მითუმეტეს ვერ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ახალ მემარჯვენეებს ნამდვილად გაგვიჭირდება ამის გაკეთება და არ გავაკეთებთ ამას.  მითუმეტეს ვერ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ვერ გაიგებს რაზე ველაპარაკებით, როცა ერთ მშვენიერ დღეს ვეტყვით, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს”,-აღნიშნა კაციტაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics