15:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:56:18, 633 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ვფიქრობ, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დამაჯერებელი იქნება

ვფიქრობ, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა მაღალი იქნება და დამაჯერებელი იქნება "ქართული ოცნების" გამარჯვებაც, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ დარჩენილ 50-ვე ოლქში მოგებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ის საზოგადოება, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე დაგვიჭერს მეორე ტურში და ბევრმა ადამიანმა, ვინც ე.წ. ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, ვფიქრობ გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ უპირატესობა იქნება თვალსაჩინო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღი დაასახელა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics