11:17 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 17:59:46, 713 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი კომიტეტმა დღეს განიხილა.

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 170.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 22.3%-ს შეადგენს, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 265 მლნ, ხოლო სხვა შემოსავლებში 280.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 10 555.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რომელშიც საბიუჯეტო სახსრები 9 520.0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად მხარჯავ დაწესებულებების მიხედვით ყველაზე დიდი თანხის ოდენობა ჯანდავის სამინისტროზე მოდის, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის 31.5% შეადგენს. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტრო 743.2 მლნ ლარით, შსს 585.0 მლნ ლარით და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური 110.0 ლარით დაფინანსდება.

კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ხელახალი გადამუშავებისთვის ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics