|
2016-10-11 13:14:37, 599 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება და საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, კომერციული მედიაციის თემაზე მიმდინარე ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იმართება, სადაც იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობენ. მინისტრთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. თეა წულუკიანი ფორუმის საბჭოს წევრებს საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმის შესახებ ესაუბრა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს. რეფორმა კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. ამ რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორც სასამართლო, ისე სანოტარო მედიაციის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარებაა, რომელიც სამოქალაქო დავების სწრაფი და ეფექტური მოგვარების ალტერნატიული ხერხია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია როგორც მოქალაქის თუ ბიზნესის დროისა და ფინანსების დაზოგვა, ისე სამოქალაქო კოლეგიების დიდი ოდენობის საქმეებისგან განტვირთვა. ამასთან, ხსენებული რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის იდეა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და მას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს”, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. თეა წულუკიანს მასპინძლობას ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი უწევს. ფორუმი ორდღიანია და ის 12 ოქტომბერს სრულდება.
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)