11:17 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 17:06:52, 694 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "თავისუფალ დემოკრატებში" არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმპატიას იმსახურებენ. 

"ზოგადი სახით ადრეც განვაცხადე, რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში,  რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპატიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად,  არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას,  თუმცა ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი",-აღნიშნა კობახიძემ. 

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა საარჩევნო პერიოდში, რის გამოც პარტიას ბარიერის გადალახვა გაუჭირდა.

"კონკრეტიკისგან თავს შევიკავებდი, რადგან  სხვა დღის წესრიგი გვაქვს დღეს. არჩევნები დასრულებულია,  ვემზადებით, რომ შევუდგეთ მუშაობას პოსტსაარჩევნო პერიოდის შემდეგ. ეს არის ჩვენი დრის წესრიგი. საბოლოო კომენტარებს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ზუსტად რა ხდება "თავისუფალ დემოკრატებში", - აღნიშნა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics