09:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 15:46:08, 865 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

დავით დარჩიაშვილი არ მალავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

თავად დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამომრჩეველთა უფლებების დაცვა გასათვალისწინებელია.

„ვერ გეტყვით დღესვე იქნება გადაწყვეტილება, თუ ხვალამდე მოვიცდით. არც ისე მარტივი თემაა. ეს არჩევნები გაყალბდა ისე, რომ ზუსტად ის პროცენტი აქვთ, რაც აბსოლუტურ გამარჯვებას მოუტანდა „ქართულ ოცნებას“. ასე იქნება მეორე ტურშიც, მაგრამ  500 ათასი ამომრჩევლის უფლებების დაცვა გასათვალისწინებელია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ თავად მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ხედავს:

„არა იმიტომ, რომ გამარჯვების იმედი მაქვს ამ პირობებში, მაგრამ ჩვენ უნდა ყველა ნიშა შევავსოთ, ყველანაირი ადგილი გამოვიყენოთ საზოგადოებისთვის ჩვენი სიმართლის მისატანად“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლის თანახმადაც, არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, დარჩიაშვილი ამბობს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის რთულია იმის გამოვლენა, თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ხმების დათვლის დროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics