06:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 04:01:10, 687 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე: ვაიძულებთ ხელისუფლებას და მარიონეტ ცესკო-ს, თქვან სიმართლე

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმით ვაიძულოთ ხელისუფლება და მისი მარიონეტი ცესკო, რომელიც ასე უტიფრად იტყუება, თქვას სიმართლე, თუ რა ვერდიქტი დადო ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ ცესკო-სთან პარტიის გამაფრთხილებელ აქციაზე განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ისინი მიმართავენ ცესკო-ს, რომ მათ არჩევნები არ გააყალბონ.

"არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას მშვიდობიანად გავაპროტესტოთ ის, რასაც ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ თავხედობასთან და ცინიზმთან გვაქვს საქმე. 21 საუკუნეში ცესკო-ს ოქმები ჭიკარტებით აქვს გაკრული; კანონმდებლობით კომისიას ეს ოქმები რამდენიმე საათის წინ უნდა გამოექვეყნებინა. ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ ანგრევს ივანიშვილი სახელმწიფოს. სადაც არ აწყობთ და იციან, რომ აგებენ არჩევნებს, იმ უბნებს არბევენ და შლიან. ბუნებრივია, რომ ასე 99%-მდეც აიყვანენ შედეგებს. ივანიშვილს ასლან აბაშიძის სინდრომი აქვს. მას შიშები აწუხებს და არ ესმის, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტიპის პარტია ვართ", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები იკრიბებიან. ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული; მოტანილია რკინის ჯაჭვები და ადგილზე ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. რაზმი შენობის წინა პერიმეტრს იკავებს.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics