|
2016-10-09 03:16:15, 564 ნახვა
პოლიტიკა
GDI ხმის დათვლის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატია (GDI) არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს წარმოადგენს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დაარბიეს რამდენიმე საარჩევნო უბანი (მაგ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 2 საარჩევნო უბანი), სადაც კომისიის წევრთა განცხადებით მმართველი პოლიტიკური ძალა მარცხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ამავე უბანში, ძალადობისას, დაზიანებები მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე ბოლო საათში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებენ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და მათზე ფიზიკურ ძალადობას (ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია). აღწერილი ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ კენჭისყრის ეტაპის მშვიდობიანად ჩატარება, არამედ კენჭისყრის შემდეგ ხმათა დათვლისა და არჩევნების შეჯამების პროცესის კანონშესაბამისად და მშვიდობიან გარემოში წარმართვა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შეჯამების მშვიდობიან გარემოში კანონშესაბამისად წარმართვა, მოძალადეთა და სხვა სამართალდამრღვევთა მყისიერად პასუხისგებაში მიცემა და მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)