|
2016-10-08 23:04:12, 616 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ ლახავს ბარიერს
ძალიან მნიშვნელოვანი ინფრომაციაა, რომ „პატრიოტთა ე.წ. ალიანსი“ ვერ ლახავს ბარიერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის ლაივის დროს განაცხადა. როგორც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, შემოსული ოქმებით, მაჟორიტარულ ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. "რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრომაციაა, რომ "პატრიოტთა ე.წ. ალიასნი" ვერ ლახავს ბარიერს და ამ მომენტში პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის, ორ დარჩენილ პარტიას შორის, ჩვენი ერთია "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით მაჟორიტარულ ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მით უმეტეს უნდა გვესმოდეს რომ ყველაფერი წინ გვაქვს, და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა, იმიტომ რომ სიტუაცია არ არის ზუსტად ის რაც თავიდან გამოჩნდა. აშკარად ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ხელები, არამხოლოდ არავინ არ ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და მე დარმწუნებული ვარ რომ ბევრად უფრო კარგ შედეგს მივიღებთ ვიდრე წარმოგვედგინა", - აღნიშნა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, GFK-ის ბოლო მონაცემების შედეგად, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შევა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)