05:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 22:28:17, 606 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ზეიმობენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იმყოფებიან. 

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში პარტიის ოფისთან ათობით მხარდამჭერია შეკრებილი, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს ელოდებიან.

ამასთან, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ჯგუფი "Goofy Land" იღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს სავარაუდო შედეგები დილის 6:00 საათზე გახდება ცნობილი. 

​გარდა ამისა, პარტიის ლიდერები ეგზიტპოლებს უკვე გამოეხმაურნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შედეგბი მოსალოდნელი იყო და მმართველმა გუნდმა აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics