02:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 16:27:49, 782 ნახვა

პოლიტიკა
საოლქო-საარჩევნო კომისიებში, ამ დროისთვის, საერთო ჯამში 46 საჩივარია შეტანილი

ამ დროისათვის საერთო ჯამში ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში  46 საჩივარია შეტანილი.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათი უმრავლესობა  დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ.

„ეს ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი  უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ძირითადად ხარვეზები შეეხება-მაგალითად, აგიტაციას საარჩევნო უბანზე, მარკირების  შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად იქნა აღმოფხვრილი. გარდა ამისა,  საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული  გარკვეული  პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ ხარვეზებს განიხილავს კანონმდებლობით დადგემილ ვადაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics