|
2016-10-08 16:25:18, 550 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება
ამომრჩევლის აქტივობა არის მაღალი, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის პოზიციას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პირველმა ნომერმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 საათამდე პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. „კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ამომრჩეველს ნუ დარჩებით სახლში. მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს მომავლის ფორმირებაში. დავფაროთ ის დისტანცია, რომელიც არის ჩვენი სახლიდან საარჩევნო უბნამდე, იმიტომ, რომ ამ დისტანციის არ დაფარვა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებას აქვს საშუალება არჩევანი თავისუფლად გააკეთოს. „შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციები თავის საქმიანობას ძირითადად უმკლავდებიან, თუმცა მანვე მოუწოდა ყველა დამკვირვებელს უფრო მობილიზებული იყოს. „მე მინდა მოვუწოდო მათ, რომ ბოლო საათებში და განსაკუთრებით 8 საათის შემდეგ, იყვნენ უფრო მობილიზებული. ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება გამოცდილების ნაკლებობა, ეს ორგანიზებას ხელს უშლის. ამ არჩევნების კარგად ჩატარება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალია. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, სხვადასხვა ხარვეზების თაობაზე. მე ამას ჯერჯერობით ხარვეზებს ვარქმევ, ვინაიდან სერიოზულ დარღვევებზე არ და ვერ ვსაუბრობთ. ამასობაში, ჩვენი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბანზე, კიდევ უფრო დაკვირვებით მიადევნებენ თვალს შემდეგ პროცესებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)