02:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 13:58:02, 706 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს

„ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღეს ყველას ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან დღეს თითოეული ჩვენი ხმით ვადასტურებთ მზაობას, რომ ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ დიდ აქტიურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და თითოეული მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი. მე ვიმყოფები ჩემს ოჯახთან ერთად, ჩვენ ხმა მივეცით მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics