00:58 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 13:40:40, 666 ნახვა

პოლიტიკა
დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია

დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული  საარჩევნო  სისტემის ბიულეტენები, სავარაუდოდ,   სტამბაში ბლოკნოტებად აკინძვის დროს, ერთმანეთს   შეერია.ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ორი ბლოკნოტია. ცესკოს სპიკერის განმარტებით,   ბიულეტენები,  რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი, ლაგოდეხში გამოიყენეს, ამიტომ,  კომისია აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და ისინი  კანონის თანახმად  გაბათილდება.

„სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბულ სშეცდომას. როდესაც სტამბაში მოხდა  ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული  საარჩევნო სისტემის ბიულეტენები.  სულ ორი ბლოკნოტია ასეთი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა  ის ბიულეტენები,  რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი, გამოყენებული იქნა ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად  გაბათილდება“,-განაცხადა ანი მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics