03:36 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 14:44:02, 977 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის ტექნოპარკში გუბერნატორის ადმინისტრაციის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება

 ზუგდიდის ტექნოპარკში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის ტექნოპარკის და "GEM ფესტ"-ის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაციადღეს, 18:00 საათზე  გაიმართება.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებს მიმოიხილავს, პრეზენტაციაზე, ასევე განიხილება GEM fest 2017-ის გეგმები.  ახალგაზრდების ჩართულობა GEM –fest-ში,  მათი დასაქმება და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა ფესტივალზე. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ტარდება ზუგდიდის ტექნოპარკში, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სულ ცოტა ხნის წინ გახნა და  რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას,  ადგილობრივ მთავრობასა თუ კერძო კომპანიებს, მაქსიმალურად გამოიყენონ უნიკალური შესაძლებლობების სივრცე: მაღალტექნოლოგიური დანადგარები, საკონფერენციო დარბაზი, co-working ცენტრი და სხვა სერვისები,  რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონში. 
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics