21:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 12:32:44, 764 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება გადაეცემა ქართველს ხალხს, რომ ახალ რჩეულებს მიანდოს

„8 ოქტომბერს, სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ თავის ახალ რჩეულებს მიანდოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება თითოეული მათგანის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგმართავთ იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასრულებს თავისი საქმიანობის ოთხწლიან ვადას და სულ მალე, ამ შენობაში ადგილს დაუთმობს თქვენს მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ამასობაში დასასრულს უახლოვდება საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული წინასაარჩევნო კამპანია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ, ძირითადმა სუბიექტებმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად, თავი გავართვათ ამოცანებს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია ნდობა ქართული სახელმწიფოსი და საარჩევნო ადმინისტრაციის, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისულებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics