|
2016-10-06 14:48:18, 750 ნახვა
პოლიტიკა
GFK-ს ვიცეპრეზიდენტი: კლიენტები კვლევის მეთოდებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან ჩვენს საქმიანობაში არ ერევიან
„რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული გერმანული კომპანიის GFK-ის წარმომადგენლებმა დღეს პრეზენტაცია გამართეს და ეგზიტპოლების ჩატარების მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს. როგორც GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ვადიმ ვოლოსიმ განაცხადა, კვლევების ჩატარების კუთხით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და კვლევის ჩატარების მათი სტანდარტი ყველა ქვეყანაში თანაბრადაა დაცული. მისივე თქმით, კლიენტები კვლევის მეთოდებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან მათ საქმიანობაში არ ერევიან. GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შაბათს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, რუსთავი 2-ის ეთერით გახდება ცნობილი. „ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ვაწარმოებთ ეგზიტპოლებს ამერიკული არჩევნების დროსაც. ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, აშშ-ის არჩევნების კვლევის გამოცდილება აქვს ჩვენს თანამშრომლებს. დაახლოებით, 10 წლის წინ GFK-ს ასოციაციის წევრი გახვდით. ხშირად ვინაცვლებთ ადგილს, სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს მუშაობა და იქ ვქმნით ოფისებს. GFK-ის 100-მდე ქვეყანაში უმუშავია. გვყავს შემკვეთები, რომლებიც არიან ძირითადად ხშირ ურთიერთობებში ჩვენთან და ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი სტანდარტები დაცულია თანაბრად ყველა ქვეყანაში. ჩვენი კლიენტები ჩვენი კვლევის მეთოდებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, არც ერევიან ამაში. საქართველო ერთ-ერთი მათგანია, სადაც კვლევას ვატარებთ. ხშირად ვთანამშრომლობთ „ასოშიეთიდ პრესს“-თან. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან საქართველოში ჩამოსული, რომ ეგზიტპოლები აწარმოონ.როგორც კი ჩაივლის არჩევნები, ჩვენ გვექნება ეგზიტპოლის შედეგი. დაახლოებით, 220 უბანზე გვაქვს საშუალება ვაწარმოოთ ეგზიტპოლი. რა თქმა უნდა, ყველა უბანთან არ დგას GFK-ს წარმომადგენელი, მაგრამ რაოდენობა ისე გვაქვს შერჩეული, რომ შედეგი საბოლოო არჩევანთან ახლოს იყოს. არ გვქონია არანაირი კონფლიქტი სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაცეიბთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს. „რუსთავი2“-თან და „ტაბულასთან“ თანამშრომლობა ჩვენი გადაწყვეტილება იყო. შემოგვთავაზეს და დავთანხმდით, არავის რეკომენდაცია არ მოუცია.ამ არჩევნებზე გამოცდილი ხალხი იმუშავებს, გამოკითხის ენა იქნება ქართული“,-აღნიშნა ვადიმ ვოლოსიმ. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)