|
2016-10-05 13:21:49, 1475 ნახვა
კომენტარი
ახვლედიანი: არავის ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიამ ჩემი ნომერი არ იცის
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, საუბრის ჩაწერის გამო, ნიკა გვარამიას მისთვის ბოდიში ჯერ არც საჯაროდ და არც პირადად არ მოუხდია. როგორც ახვლედიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია: „ეს მისი გადასაწყვეტია.არავის ჩემთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია, არც საჯაროდ და არც პირადში. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ტელეფონის ნომერიც არვიცი, სავარაუდოდ, მანაც არ იცის ჩემი ნომერი“,-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. შეგახსენებთ, "მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამია"- ამ სათაურით გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერი. ჩანაწერი YouTube-ის გვერდზე - Creative Georgia News-ზე დაიდო. მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად გააკეთა და ის მის პირად კომპიუტერში ინახებოდა. მამუკა ახვლედიანმა კი აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ მისი საუბრის ფარული ჩანაწერი ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რასაც საჯაროდ არ ამბობს, თუმცა ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის გამო, მისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)