17:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:25:29, 610 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესმენ სტივ რასელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთან სტივ რასელთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების დიდ პოტენციალზე, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და განათლება.

უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონგრესმენს მადლობა გადაუხადა 2016 წლის 7 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

დავით ზალკალიანმა კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მთავრობის ქმედებებისა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ.

თავის მხრივ, კონგრესმენმა რასელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე  მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების  საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics