|
2016-10-05 08:38:50, 620 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე: მნიშვნელობა არ აქვს უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის
გამოძიების დასრულებამდე მინიშნებების გაკეთება გიორგი კვირიკაშვილის მხრიდნ აბსურდულია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. "აწყობილად ორგანიზებული გზავნილი აქვთ, შეთქმულების თეორიაზე და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს. კაცს პრემიერ-მინისტრი ქვია სახელად, თუმცა ვიცით რო რეალურად არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ბედავს და ასეთ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, მინიშნებებს იძლევა ისე რომ არანაირი გამოძიება მისვე თქმით, არც კი დაუწყიათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის" - განაცხადა გიგა ბოკერიამ. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)