|
2015-03-16 12:11:16, 1939 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად. სამხედრო სამედიცინო სწავლება სწრაფი რეაგირებისა და მასიური დაზიანების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ელემენტებს მოიცავდა. წვრთნებში ქართველ სამხედრო სამედიცინო პერსონალთან ერთად, სერბმა და ფრანგმა სამხედრო ექიმებმა, ასევე ოთხმა პარამედიკმა მიიღო მონაწილეობა. სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. ბაზაზე სასადილოს შენობის წინ ხელყუმბარით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. წვრთნების შედეგები ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა. 23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიას ასრულებს. ოთხთვიანი მისიის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამოცანას ქალაქ ბანგიში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქმედო არეალის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)