|
2016-10-04 16:09:06, 704 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას
საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. ლინკევიჩუსი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. "მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ფორმალური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ახლა არის რეალური შანსი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა. ცნობისთვის, ლიტვის მთავარი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)