|
2016-10-04 11:04:29, 726 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული და ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუბრუნოთ პედაგოგის პროფესიას დაკარგული ღირსება და პრესტიჟი. პროფესიული განვითარების სქემას უნდა ჰქონდეს არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგთა ავტორიტეტის აღდგენასა და მოტივაციას, რომ მეტად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ უნარებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პედაგოგათა ანაზღაურების სისტემას, დაწყებითი განათლების საფეხურზე ნულოვანი კლასისა და გახანგრძლივებული სწავლების შემოღებას, პედაგოგთა ასაკობრივ ზღვარს. ითქვა, რომ მასწავლებლის სკოლაში მუშაობა ასაკით არ უნდა განისაზღვროს, მთავარი კრიტერიუმი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)