|
2016-10-03 19:31:08, 764 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო და შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას და სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, სოციალურ მიმართულებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებს შეეხო. „ამ შეხვედრამ ჩვენ მოგვცა შესაძლებელობა ერთმანეთთან გულღიად გვესაუბრა. ამომრჩეველს გავაცანით მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში იგეგმება. ვფიქრობ ამ ტიპის შეხვედრები საჭიროა, რათა სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ და დავეხმაროთ ამის მოგვარებაში“, - აცხადებს დავით სერგეენკო. შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა. „ჯანდაცვის სფერო ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. დღეს სტუმრად გვყავს ჯანდაცვის მინისტრი. შეხვედრები გაიმართა მოსახლეობასთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა პროეტები და პროგრამებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)