|
2016-10-03 15:30:52, 755 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განცხადებით, მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან სატელეფონო საუბარი თავად ჩაწერა. გვარამიას თქმით, ჩანაწერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის კომპიუტერში ინახებოდა. „მე თავად გავაკეთე ეს ჩანაწერი, თუმცა ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ გამოდგა. რაღაც პერიოდი ინახებოდა ჩემს კომპიუტერში და ქსელში. ასე რომ, გვაქვს კიბერდანაშაულთან საქმე ან სუს-ი გვყავს ჩვენთან. გასული წლის ნოემბერში შედგა ეს შეხვედრა, შეხვედრამდე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეწერა, რათა დაგვეზღვია ჩვენი თავიც და საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარეც. აქ რომ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბარი, ჩვენ ამას გავასაჯაროებდით, თუმცა ეს არ დაგვჭირდა, რადგან სასამართლო სისტემის ხარვეზებზე იყო საუბარი”, - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)