|
2016-10-03 13:26:29, 574 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით საუბარს, კამერების გვეშინოდა ორივეს, ერთმანეთს ვეხმარებოდით
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარე GDS-ის გადაცემაში „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძის პიროვნებაზე ვრცლად ისაუბრა. ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ხუნდაძე ძალიან პატიოსანი ადამიანია და გაუხარდება, თუ მცხეთელები მხარს სწორედ მას დაუჭერენ: „ დიმიტრი ხუნდაძე ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ცხოვრებაში ვიცნობ და ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ. ის ძალიან პატიოსანი ადამიანია. კარგი პროფესიონალი ექიმია.მიჭირდა, მცხეთაში ვერ შევარჩიეთ, ერთხელ დამეხმარა, ორჯერ დამეხმარა. სამკურნალოდ მოდიოდა, ყურში ანთება მქონდა თუ რაღაც ამის მგავსი და შემთხვევით კითხვა დავუსვი, თვითონ ხოარ წახვალ-თქო. შეკრთა, გაუვარდა ხელიდან ისნტრუმენტი. რას ამბობ, ბატონო ბიძინა, ჩემი თავი პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენიაო. ჩემს მსგავსად, გაუჭირდა ქვეყანას მოვიდა და პირნათლად მოემსახურა.ერთად ვსწავლობდით საუბარს, საზოგადოებასთან შეხვედრებს, კამერების გვეშინოდა ორივეს, ერთმანეთს ვეხმარებოდით, სწორ არჩევანს გააკეთებენ, თუ მხარს მას დაუჭერენ“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)