|
2016-10-03 12:43:41, 817 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე და დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ
“ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება - ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძე ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ლევან კობერიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. „ ჯანდაცვის რეფორმა არის „ქართული ოცნების“ ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა”, - განაცხადა ლევან კობერიძემ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)