|
2016-10-03 09:45:13, 568 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმარს ბოლო წლებში შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება სამინისტროს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერება, საგანგებო სიტუაციების მართვა და საზღვრის მართვის გაძლიერება. შს მინისტრმა ჩინეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. „ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის ვიდეოანალიტიკით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)