|
2016-10-02 17:31:44, 781 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული მიდგომით ბოროტად ნუ ისარგებლებენ
"ქართული ოცნება" გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. "მათ შორის ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაც. მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“. ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას. ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან სამართალდამცავ ორგანოებსმოუწოდა, აღნიშნული ძალადობრივი აქტი სათანადოდ გამოიძიონ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)