|
2016-09-30 16:34:13, 655 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ილია ვერძაძე და ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებაზე გაამახვილეს. დეპუტატობის კანდიდატები მედიკოსებს გასული 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით გათვალისწინებულია: პენსიონერების დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდებას“ ამოქმედება; ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივი ზრდა; პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესება; ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება, პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდა, 2020 წელს საქართველოში ჩ-ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)