|
2016-09-30 09:41:56, 1560 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახური დღეს ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე ელოდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილ წევრს ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე დღეს ელოდება. როგორც სახელმწიფო აუდიტის განცხადებაშია აღნიშნული, ლაგაზიძე უწყებაში 12:00 საათზე უნდა მივიდეს. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სამსახური გამოკითხვაზე მობრძანებას სთხოვს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა მის იურიდიულ მისამართზე და საჯარო განცხადებითაც ვთხოვთ მას მობრძანდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)