|
2016-09-29 15:55:29, 594 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი და თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური და ბაილეთი) მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. „მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ეკონომიკურად სტაბილურ და მშვიდ სახელმწიფოს, რომელიც თქვენს ოჯახებს მისცემს ეკონომიკური წინსვლის საშუალებას. ახალი ინფრასტრუქტურა სოფლებში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი სოფლის მეურნეობა - ეს არის ჩვენი გეგმები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუდმივ ურთიერთობას შეინარჩუნებს სოფელთან, რათა პროგრამა, რომელიც აქვს ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდს, დროულად შესრულდეს და შედეგი ყველა ოჯახმა დაინახოს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)