|
2016-09-27 15:19:11, 1393 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: 11 დღე დარჩა, შესაძლებელია, სხვადასხვა სუბიექტებზე რაღაცები გავრცელდეს, მართალიც და ტყუილიც
მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან სარგებელი შეიძლება მიიღოს ყველამ, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგია და ასეთი სუბიექტი ძალიან ბევრია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, არსებობს ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომელთაც ძალიან მაღალი სიზუსტით შეუძლიათ ხმის იმიტირება, ამიტომ პირველ რიგში, ჩანაწერის ავთენტურობა ექსპერტიზის მეშვეობით უნდა დადგინდეს. "არჩევნებამდე დარჩენილია 11 დღე. ამ პერიოდში შესაძლებელია, სხვადასხვა სუბიექტებზე, სხვადასხვა რაღაცეები გავრცელდეს, მართალიც და ტყუილიც. ეს ზოგს კარგი პოზიციების მოსაპოვებლად ემსახურება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს საზოგადოება. ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ვერავინ შეძლებს თავისი უკანონო სურვილების ასრულებას და ვერავინ შეძლებს რაიმე გადატრიალების მოხდენას", - განაცხადა ხმალაძემ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დანაშაულებრივ მოწოდებებს არავინ აჰყვება. "დღევანდელი ინტერნეტ-ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, რომ მსგავსი რამ თითოეულმა ჩვენგანმა, მეც, სხვა ცალკეულმა პირმაც ან ორგანიზებულმა დაჯგუფებამ გააკეთოს, ამასთანავე შეიძლება გააკეთოს სახელმწიფო სტრუქტურამაც. ვინც არ უნდა იყოს ამ ჩანაწერის შემქმნელი, ეს იქნება უკანონო მოქმედება. ერთადერთი კანონიერი მოსმენის შესაძლებლობა არის მაშინ, როდესაც მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება. ვისი გაკეთებულია ნამდვილად ვერ გეტყვით. კითხვა ისმის, ვის აძლევს ხელს ასეთი მოქმედება ანუ ვინ იღებს სარგებელს ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებისაგან. თუ ამას ხელისუფლება აკეთებს მაშინ ეს ურტყავს ხელისუფლებასაც. ჩვენთან ასეა, თუ რამე ცუდი მოხდა, მაგალითად სეტყვა ესეც არის ხელისუფლების ბრალი. ამიტომ, ჩემი აზრით ხელისუფლებას ასეთი მოქმედება არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ბევრ სხვა სუბიექტს შეიძლება აძლევდეს ხელს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სუს-მა ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)