|
2016-09-26 23:10:43, 768 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ დაფუძნებას დაესწრო
დღევანდელ შეხვედრაზე ზესტაფონის მკვიდრი აქტიური ქალბატონები შეიკრიბნენ და ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ დააფუძნეს. ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო. ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ თავმჯდომარემ შეხვერდაზე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაცია დღეიდან იმუშავებს. შეხვედრაზე შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „მივესალმები ჩვენს ქალაქში ქალთა საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეული ზესტაფონელის ჩართვა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ციალას მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რომელიც ზესტაფონის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად შევძლებთ ზესტაფონის და ზესტაფონელებისთვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთებას“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ შეხევდრაზე ქალთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. „ჩვენი ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ აქტიურად ჩაერთვება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს ქალბატონებს ზესტაფონში. მათ შორის ჩვენი მიმართულება იქნება ქალთა უმუშევრობის საკითხები და მისი მოგვარებისთვის განვახორციელებთ არაერთ პროექტს. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო თითოეულ ზესტაფონელ ქალბატონს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი“ - მიმართა ციალა ნებიერიძემ შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)