|
2016-09-26 18:14:26, 745 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვამნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს. „საარჩევნო ადმინისტრაციამ ანგარიშგების თვალსაზრისით ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. მედიის შემდეგსაარჩევნო პერიოდის საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში დღეს უკვე ადგილობრივ არასამთავრობოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში უდიდესი შრომაა ჩადებული და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საქმიანობას სწორედ ანგარიშის მეშვეობით ასაჯაროებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის,ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე,ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე. თამარ ჟვანიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლისპროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს შედეგებისდათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურსაარჩევნო კომისიაში. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებსსაარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაცაუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოსუზრუნველსაყოფად.
(NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)